გრიგოლ I
ბაგრატიონი დინასტია

გრიგოლ I

1812

ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი, მეცნიერის, ენციკლოპედისტის, მწერალ იოანე ბაგრატიონის შვილი გრიგოლ ბაგრატიონი 1789 წელს დაიბადა. მისი დედა იყო ქეთევან წერეთელი. სწორედ დედის მამულში, საჩხერეში, ყოფნის გამო გადაურჩა გრიგოლი 1801 - 02 წლებში რუსეთში გადასახლებას. გრიგოლის გამეფება 1812 წლის კახეთის აჯანყებას უკავშირდება. აჯანყება დაიწყო 31 იანვარს, კახეთში ჩაყენებული რუსული ეგზეკუციების წინააღმდეგ რომლებმაც სოფლებში უამრავი უმსგავსობა დაატრიალეს ეს კი მოსახლეობამ ვეღარ მოითმინა. აჯანყება სწრაფად მოედო მთელ კახეთს და ქართლის ნაწილს. აჯანყებულები ალექსანდრე ბატონიშვილსაც დაუკავშირდნენ. ალექსანდრე, რომელიც სპარსელთა ჯარს ელოდა საწყისს ეტაპზე ვერ შეძლო აჯანყებაში ჩართვა. სამაგიეროდ აჯანყების დაწყებისთანავე ჩართული იყო გრიგოლი. იგი თავადთა ნაწილმა მეფედ გამოაცხადა ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1812 წლის თებერვლის შუა რიცხვებში. ,,გარდაიყვანეს მეფის ძის იოანეს შვილი გრიგოლი ქართლით კახთა და მოკრბენ ლეკნიცა ვიდრე ოთხიათასამდე შევლად კახთა’’. მისმა გამოჩენამ აჯანყებას უფრო დიდი მუხტი შესძინა. მიუხედავად გამარჯვებებისა საგარეო დახმარების გარეშე ბრძოლების გამართვა სულ უფრო ჭირდა. მარტის დასაწყისში ჩუმლაყთან გამართულ ბრძოლაში გრიგოლის ჯარმა რუსებს დიდძალი ზარალი მიაყენა თუმცა დამარცხდნენ და გრიგოლი იძულებული გახდა თავი დაღესტნისთვის შეეფარებინა. აჯანყების აქტიური ფაზა სექტემბრამდე შეჩერდა. პაულუჩიმ აჯანყებულთა კერები ჩაახშო ხოლო გრიგოლთან ზაზა ანდრონიკაშვილი წარავლინა და მისი პირით შეუთვალა, რომ გამოცხადების შემთხვევაში იმპერატორისაგან შენდობას მიიღებდა. 6 მარტს გრიგოლი თელავში გამოცხადდა. იგი მალევე თბილისში გადაიყვანეს იქიდან კი პეტერბურგში სადაც იმპერატორმა იგი დააპატიმრა. გათავისუფლების შემდგომ მონაწილეობდა პოლონეთის ტერიტორიაზე ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ. ცხოვრობდა პეტერბურგში, წერდა ლექსებს. არის ცნობები, რომ მისი მეფედ კურთხევაც მოხდა და მას მოიხსენიებდნენ ეკლესიებში წირვა-ლოცვების დროს. გრიგოლ ბაგრატიონი გარდაიცვალა 1830 წელს. 1812 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელსაც ალავერდობას (26 სექტემბერი), ალავერდის ტაძარში სურდა მეფედ კურთხევა, თუმცა ეს ყველაფერი რუსის ჯარმა ჩაშალა და ალექსანდრე იძულებული გახდა ფშავ-ხევსურეთში გახიზნულიყო.

ქართლ-კახეთი

წყაროები

წყარო მალე დაემატება.