დავით XII
ბაგრატიონი დინასტია

დავით XII

1800 - 1801

დავით გიორგი XII-ის ძე ბაგრატიონი დაიბადა 1767 წელს. დავითის დედა ქეთევან ანდრონიკაშვილი გახლდათ. იგი ერეკლე II-ის კარზე აღიზარდა. მონაწილეობდა კრწანისის ბროძლაში. გიორგი XII-ს გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის ტახტი დაიკავა უფლისწულმა დავითმა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მას მოიხსენიებს როგორც უფლისწულ დავითს; დავით XII-ეს ან დავით ,,განმგე’’-ს. დავითი მიუხედავად იმისა, რომ მისი მეფედ კურთხევის ცერემონია არ შემდგარა მაინც უნდა ჩაითვალოს მეფედ და მიენიჭოს შესაბამისი ნუმერაცია. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება ჯერ პავლე I-ის და შემდეგ ალექსანდრე I-ის მანიფესტებით უკანონო იყო. რუსეთმა ამ ნაბიჯით ბრძოლის გარეშე დაიპყრო ქართლ-კახეთი, დაარღვია პავლე I-ის დროიდან კვლავ აღდგენილი გეორგიევსკის ტრაქტატის მთავარი პირობა, რომელიც ქართლ-კახეთის მეფედ ერეკლე II-ის შთამომავლობის დამტკიცებას ითვალისწინებდა (მუხლი მე-6). შესაბამისად დავითს რუსეთის იმპერატორი დაამტკიცებდა თუ არა ქართლ-კახეთის მეფედ და გამოუგზავნიდა თუ არა სამეფო ნიშნებს ეს არაა გადამწყვეტი, მიუხედავად იმისა, რომ დავითი ნამდვილად ელოდა იმპერატორის მიერ მის მეფედ დამტკიცებას. ასევე დავითი გიორგი XII-ეს სიცოცხლეში აღიარებულია მის მემკვიდრედ. ჯერ კიდევ 1799 წლის დასაწყისში გიორგი XII-მ მოსთხოვა რუსეთის იმპერატორს მემკვიდრეობის წესის შეცვლა და ნაცვლად იულიონ ბატონიშვილისა ტახტის მემკვიდრედ თავისი შვილის დავითის დამტკიცება. პავლე I-მა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი აღადგინა და 1799 წლის 18 აპრილს გიორგი XII-ის მოთხოვნა შეასრულა. რადგან გიორგი XII-ეს მემკვიდრე დავითია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დავითი ავტომატურად გახდებოდა ქართლ-კახეთის მეფე ეს აღიარებული ჰქონდა პავლე I-საც, თუმცა მან ჯერ კიდევ გიორგის სიცოცხლეშივე გამოქვეყნებულ მანიფესტში 1800 წლის 18 დეკემბერს ეს პირობა ცალმხრივად დაარღვია გააუქმა რა ქართლ-კახეთის სამეფო. რუსეთის ეს ნაბიჯი იყო თვითნებური, უკანონო გადაწყვეტილება ამიტომ გიორგი XII სიკვდილამდე იყო მეფე და მისი მემკვიდრე ავტომატურად გახდა ახალი მეფე. მიუხედავად იმისა, რომ დავით XII იმპერატორისგან ელოდებოდა სამეფო ნიშნების მიღებას და 1801 წლის 14 იანვრიდან თავს მხოლოდ გამგებელს ეძახდა. საინტერესოა, რომ მიეღო მას სამეფო ნიშნები, რომელიც ალექსანდრე I-ის იმპერატორობისას დამზადებული იყო, როგორ შევიდოდა იგი ისტორიაში ანუ შეკითხვა ასეთია რატომ გადის დამოუკიდებელი ქართლ-კახეთის მმართველ მეფეთა აღიარება/არაღიარება რუსეთის იმპერატორის სამეფო ნიშნების გამოგზავნა/არ გამოგზავნაზე? დავითმა საკუთარ თავს განმგე 1801 წლის 14 იანვარს, რუსეთიდან ელჩების დაბრუნების შემდეგ უწოდა. დავით ბატონიშვილმა რუსეთის საიმპერატორო კარზე ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ხელშეკრულებით თავი ქართლ-კახეთის სამეფო გამგებლად გამოაცხადა ანუ თავი დაიმდაბლა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იმპერატორი მეფედ დაამტკიცებდა. ეს ყველაფერი მხოლოდ დავითის პიროვნულ თვისებებზე გადის და მისი თვითნებური გადაწყვეტილება, რომ ქართლ-კახეთი ემართა განმგე-ს ტიტულით არ აქვს კავშირი მეფის, როგორც მმართველის ინსტიტუტთან. ,,განმგებელიც’’ როგორც ზემოთ ვახსენე თავად დაირქვა და რეალობაში მას მეფისგან განსხვავებული სახე არ ჰქონდა. დავითი უშვებდა მონეტებს (დღესდღეისობით ამ მონეტის ცალი ინახება ბერლინის მუზეუმში), ასევე ჰყავდა ელჩები: გარსევან ჭავჭავაძე, გიორგი ავალიშვილი და ელიზბარ ფალავანდიშვილი, რომელბიც ელჩობის მოვალეობას რუსეთში 1802 წლის 6 თებერვლამდე ასრულებდნენ. ამრიგად მიუხედავად იმისა, რომ დავითი საკუთარ თავს მეფეს შესაძლოა არ უწოდებდა, იგი გიორგი XII-ეს მემკვიდრეა და შესაბამისად მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი დავით XII-ეზე გადავიდა. დამოუკიდებლად დავითის პიროვნული თვისებებისა მას უნდა მიენიჭოს ნუმერაცია და ჩაიწეროს ქართველ მეფეთა სიაში, ბაგრატიონთა ქართლ-კახეთში მეფობის დასასრული კი უნდა გადავადდეს ნაცვლად 1800 წლის 28 დეკემბრისა 1801 წლის 14 იანვრამდე, როდესაც დავითი თავს უწოდებს განმგეს ან 1803 წლის აპრილამდე რუსეთში მის გადასახლებამდე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე შუალედს, როდესაც ქართლ-კახეთში მეფედ გამოაცხადეს გრიგოლი (გრიგოლ I). დავით XII გარდაიცვალა 1819 წელს, სანქტ-პეტერბურგში, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ქართლ-კახეთი

წყაროები

წყარო მალე დაემატება.